პირველი ივლისიდან „ჯივიპისა“ და „რუსთავის წყლის“ სერვისცენტრები მომხმარებლების მიღებას განაახლებენ
პირველი ივლისიდან „ჯივიპისა“ და „რუსთავის წყლის“ სერვისცენტრები მომხმარებლების მიღებას განაახლებენ

კომპანიები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „რუსთავის წყალი“ პირველი ივლისიდან სერვისცენტრებში მომხმარებლების ადგილზე მიღებას განაახლებენ.

კომპანიის ინფორმაციით, კომუნალური მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება თბილისის, რუსთავისა და მცხეთის ყველა სერვისცენტრში.

„ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა ასევე გრძელდება დისტანციურად: „ჯივიპის“ მომხმარებლებისთვის ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected] და რუსთავის წყლის შემთხვევაში – [email protected]. სერვის ცენტრებისა და დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე www.gwp.ge, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის – 2 931111 და ონლაინ ჩათის მეშვეობით“, – აცხადებენ კომპანიაში.