პირველი იანვრიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები გახუთმაგებულ დახმარებას მიიღებენ
პირველი იანვრიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები გახუთმაგებულ დახმარებას მიიღებენ

2019 წლის პირველი იანვრიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები გახუთმაგებულ დახმარებას მიიღებენ. დღეს მოქმედი წესით, თუ სოციალურად დაუცველთა ოჯახში არასრულწლოვნებიც ცხოვრობენ, თითო ბავშვზე დამატებით კიდევ 10 ლარს იღებენ. პირველი იანვრიდან კი ათი ლარი 16 წლამდე ბავშვებისთვის 50 ლარამდე იზრდება.

სოციალურად დაუცველი ბავშვების დაფინანსების 10-დან 50-ლარამდე გაზრდა გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევაზეა დაფუძნებული. გაზაფხულზე გამოქვეყნებული კვლევიდან გაირკვა, რომ საქართველოში 143 ათასზე მეტი ბავშვი სოციალურად დაუცველია. მათი გარკვეული ნაწილი შიმშილს განიცდის. ამიტომ, იუნისეფ-მა სახელმწიფოს ბავშვებში შიმშილობის პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა.