ტიაგო სეიბუტი პირველი ჩოგბურთელია, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა
ბრაზილიელი ჩოგბურთელი ტიაგო სეიბუტი ATP-ტურის პირველი მოთამაშეა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა. იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ავადმყოფობის პროცესი, სეიბუტმა საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა.
„მე COVID-19 დამიდგინდა. ბოლო ერთი კვირა თვითიზოლაციაში გავატარე, ვიცავდი ექიმების რეკომენდაციებს, ვზრუნავდი საკუთარ თავზე. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ საჭიროა სახლში დარჩენა და საკუთარ ახლობლებზე ზრუნვა – ეს ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას“, – თქვა ჩოგბურთელმა.
თებერვალში 20 წლის სეიბუტმა ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მოიგო ტურნირი. მოპოვებული ტიტული პირველი იყო მის კარიერაში ATP-ის დონეზე.