პირველი არხის მედიის დირექტორი რუსუდან მანჯგალაძე ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიოკომიტეტის წევრად აირჩიეს
პირველი არხის მედიის დირექტორი რუსუდან მანჯგალაძე ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიოკომიტეტის წევრად აირჩიეს

პირველი არხის მედიის დირექტორი რუსუდან მანჯგალაძე ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიოკომიტეტის წევრად აირჩიეს.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და მედიადირექტორი რუსუდან მანჯგალაძე ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიოასამბლეაში იღებენ მონაწილეობას. რადიოასამბლეას საფრანგეთის საზოგადოებრივი რადიო მასპინძლობს.

რადიოასამბლეის ფარგლებში გაიმართა მაუწყებელთა კავშირის რადიოკომიტეტის არჩევნები. რადიოს კომიტეტი მიზნად ისახავს რადიოს ინტერესების და წარმომადგენლობის წინ წამოწევას ევროპის მაუწყებელთა კავშირის მასშტაბით, სადაც გაერთიანებული არიან როგორც რადიოს მიმართულებით მომუშავე წევრები, ასევე ისინი, ვინც აუდიტორიას რადიო და სატელევიზიო მაუწყებლობას სთავაზობს.

წლევანდელი ასამბლეის დღის წესრიგი ასევე მოიცავს დისკუსიას ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და ევროპის საზოგადოებრივ რადიოებს შორის ურთიერთობის კომპლექსურობაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2005 წლიდან არის EBU-ს აქტიური წევრი.

შეგახსენებთ, რომ 2025 წელს საქართველოში რადიომაუწყებლობიდან 100 წელი შესრულდება. საქართველოს რადიომ, ამიერკავკასიაში პირველმა, 1925 წელს დაიწყო მაუწყებლობა.