პირველი არხის ეთერში მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ გავა – პროექტის გამარჯვებული საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს
პირველი არხის ეთერში მუსიკალური მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ გავა, რომლის გამარჯვებულიც 2019 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მეგაპროექტის განხორციელებაზე დღეს თანხმობა გასცა.
პროექტს კომპანია „ნოვა პროდაქშენსი“ განახორციელებს.