პირველი არხი ევროვიზიისთვის სიმღერის კონკურსს აცხადებს

2019 წელს ჩვენს ქვეყანას ევროვიზიაზე პირველი არხის გრანდიოზული პროექტის „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული წარადგენს.

დაწერე სიმღერა გამარჯვებულისთვის!

ნაწარმოების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს სამ წუთს და ის არ უნდა იყოს გაჟღერებული.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველ თებერვლამდე გადმოგზავნეთ სიმღერის აუდიოვერსია, ავტობიოგრაფია და ფოტო ელექტრონულ მისამართზე [email protected]

ან მოიტანეთ მისამართზე: კოსტავას 68, პირველი არხი

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ 1tv.ge-ს.