პირველი აპრილიდან საბავშვო-გასართობი ცენტრები და კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ

14:45, 18.03.2021

პირველი აპრილიდან მუშაობის განახლება შეეძლებათ საბავშვო-გასართობ ცენტრებსა და კინოთეატრებს, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების ნაწილი უკვე შემსუბუქებულია.

„დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო-გასართობ ცენტრებსა და კინოთეატრებს. უკვე ხვალიდან, 19 მარტიდან დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მსგავსი