პირველი ამხანაგური მატჩი პანდემიის შემდეგ
პირველი ამხანაგური მატჩი პანდემიის შემდეგ

კოვიდ 19-სგან გამოწვეული ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება 13 ივლისს განახლდება.

გუნდები სეზონის განახლებისთვის ემზადებიან, ვარჯიშობენ და პანდემიის შემდეგ პირველი ამხანაგური მატჩიც დაგეგმეს.

ხანგრძლივი პაუზის მერე „გაგრა“ პირველ ამხანაგურ მატჩს ხვალ გამართავს – გაგა კირკიტაძის გაწვრთნილები 18 საათზე, დავით ქოქიაშვილის გაწვრთნილ ბოლნისის „სიონს“ შეხვდება – მატჩი დიღმის სპორტულ კომპლექსში დაიგეგმა.

ეროვნული ლიგა2-ის გათამაშებას „გაგრა“ მესამე ტურში „შევარდენი 1906“-თან მატჩით განაახლებს – შეხვედრა 13 ივლისს, 18 საათზე, მუხიანის სპორტულ კომპლექსში ჩატარდება. ბოლნისის „სიონი“ კი ორი დღის დაგვაინებით, 15 ივლისს ითამაშებს – გუნდი წყალტუბოს „სამგურალს“ „თამაზ სტეფანია – არენაზე“ უმასპინძლებს.