პირველადი შემოწმებით, გავიმ მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა - მას ევრო 2024-ისა და ოლიმპიადის გამოტოვება ემუქრება #1TVSPORT
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, გავიმ, შესაძლოა, სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო.
გაზეთ AS-ის მონაცემებით, სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა უფრო დაწვრილებითი შემოწმების შემდეგ, გავის მოუწევს 6-8 თვის გამოტოვება და, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს ევრო 2024-სა და პარიზის ოლიმპიადაზე.
საბოლოო დიაგნოზს ბარსელონაში ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ დასვამენ.
გავიმ ტრავმა ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში, საქართველოს წინააღმდეგ მატჩში მიიღო.