პირველად საქართველოში - წლის გოლის ავტორი ქალი ფეხბურთელი გახდა (ვიდეო)
ყოველწლიურ ტრადიციულ დაჯილდოებაზე (GFF AWARDS 2020) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2020 წლის სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი დაასახელა.
მიმდინარე წლის საუკეთესო ქართული გოლი ღია გამოკითხვით შეირჩა. გულშემატკივართა ხმების უმეტესობა საქართველოს ნაკრებისა და „ლანჩხუთის“ თავდამსხმელის, ხატია ჭყონიას გოლმა დაიმსახურა, რომელიც მან უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე რუმინულ „კლუჟს“ გაუტანა.
2020 წლის საუკეთესო ქართული გოლის ნომინანტებად წარდგენილები იყვნენ ფეხბურთელები, რომლებმაც ბურთები გაიტანეს ეროვნულ ლიგაში, საქართველოს ნაკრებში, ფუტსალის ნაკრებში, ქალთა საფეხბურთო კლუბის სახელით, ევროთასებზე, ასევე მოყვარულთა ჩემპიონატზე გატანილი გოლები. ხატია ჭყონიას გარდა, კიდევ ცხრა ნომინანტი იყო.
1. ირაკლი სიხარულიძე – ლოკომოტივი vs სამტრედია (ეროვნული ლიგა)
2. გიორგი გაბედავა – დინამო ბათუმი vs დინამო თბილისი (ეროვნული ლიგა)
3. ვაგნერ გონსალვესი – დინამო ბათუმი vs სამტრედია (ეროვნული ლიგა)
4. ხვიჩა კვარაცხელია – ჩრდილოეთ მაკედონია vs საქართველო (უეფა-ს ერთა ლიგა)
5. სიმი საიოტი – საფრანგეთი vs საქართველო (ფუტსალის ევრო2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი)
6. კონსტანტინე ფაჩულია – ქომაგები vs ზედაზენი (მოყვარულთა ლიგა)
7. კობა ბაკურაძე – ნახალოვკა სამტრედია vs ლაკადა წალენჯიხა (მასტერ ლიგა)
8. გიორგი ფანცულაია – დინამო თბილისი vs ტორპედო (ეროვნული ლიგა)
9. ნოდარ იაშვილი – დილა vs დინამო თბილისი (ეროვნული ლიგა)