2-3 აპრილს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართება.
დღეს ორი მატჩი შედგება: პირველი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხი2-ზე ჩატარდება – ლოკომოტივი ვიტ ჯორჯიას 19:00 საათზე უმასპინძლებს. დღის მეორე მატჩს კი ანგისას საფეხბურთო კომპლექსი დახვდება, სადაც ბათუმის დინამო 21:00 საათზე საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდება.
ოთხშაბათს, 3 აპრილს, კიდევ სამი მატჩი გაიმართება:
ტორპედო – დინამო თბ
16:00. ეროსი მანჯგალაძე- სამტრედია
რუსთავი – სიონი
19:00. ტექნიკური ცენტრი- რუსთავი
საბურთალო – დილა
21:00. მიხეილ მესხი- თბილისი
ყველაზე დიდ ინტერესს ქუთაისის ტორპედოსა და თბილისის დინამოს შეხვედრა იწვევს. ქართულ კლასიკოს პირველად უმასპინძლებს სამტრედიის ეროსი მანჯგალაძე, რადგან ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე განახლება მიმდინარეობს, ხოლო აია სტადიონის დაქირავება ვერ მოხერხდა.
საინტერესოა, რომ კლუბები სეზონამდე ერთმანეთის მოთამაშებით გაძლიერდნენ: დინამოში ქუთაისიდან ლევან კუტალია და გიორგი კუხიანიძე გადაიბირეს, ხოლო ტორპედოში – – თბილისელთა საუკეთესო თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე.
ტორპედო – დინამოს მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი 16:00 საათიდან შემოგთავაზებთ.