საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025-ის პლეი ოფშია [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ქუთაისის „შენგელია არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ტურნირის პლეი ოფში გავიდა.
ამ მატჩამდე ჩვენმა კონკურენტმა შვედეთმა ჯგუფის გამარჯვებულ ნიდერლანდებთან 0:3 წააგო და საქართველოს 21-წლამდელების ნაკრებს გაუჩნდა შანსი, მეორე ადგილზე გასულიყო. რამაზ სვანაძის გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და არაერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ საბა ხვადაგიანის, გიორგი კვერნაძისა და გიგი აბუაშვილის სახიფათო დარტყმების შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდი მეკარემ გადაარჩინა.
გამოუყენებელი მომენტებისთის ჩრდილოეთ მაკედნიის ნაკრებმა, რომელმაც მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო, 52-ე წუთზე დაგვსაჯა. სწრაფი კომბინაცია ფისნიკ ისაკმა დააგვირგვინა და სტუმრები დააწინაურა.
საქართველოს 21-წლამდელთა გუნდმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და ანგარიში სწრაფად გაათანაბრა. 61-ე წუთზე სტუმართა მეკარემ ლაშა ოდიშარიას დარტყმა მოიგერია, მაგრამ მალე ვასილიოს გიორდეზიანმა მიზანს მაინც მიაღწია – 1:1.
71-ე წუთზე კი ნოდარ ლომინაძის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი მცველს მოხვდა და ჩვენი გუნდი დაწინაურდა.
საქართველოს ნაკრებმა 19 ქულა დააგროვა, შვედეთს გადაასწრო (17) და მეორე ადგილზე გასვლით ევრო 2025-ის პლეი ოფში თამაში გაინაღდა.