პირველად ბოლო წლებში – „ტორპედო“ მესამე ეტაპს მიუახლოვდა

23:23, 26.07.2018

2013 წლის შემდეგ ქართული საფეხბურთო გუნდი ევროპის ლიგის მესამე ეტაპთან ისე ახლოს არასოდეს ყოფილა, როგორც ქუთაისის „ტორპედო“.

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი ფარერების „ვიკინგურს“ შეხვდა და 3:0 დაამარცხა. თამაში ქუთაისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მათ არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ მხოლოდ სამით ისარგებლეს.

„ტორპედომ“ ანგარიში 27–ე წუთზე თორნიკე კაპანაძის გოლით გახსნა. 73-ე წუთზე ქუთაისელთა უპირატესობა გიორგი ქიმაძემ გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი 85-ე წუთზე ლევან კუტალიამ დააფიქსირა 3:0.

განმეორებითი მატჩის წინ, რომელიც ფარერის კუნძულებზე 2 აგვისტოს გაიმართება, ქუთაისელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გაუჩნდათ.

მსგავსი