პირველად 2016 წლის შემდეგ - როჯერ ფედერერმა გრუნტზე თამაში დაადასტურა
მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მადრიდის „მასტერსში“, რომელიც მაისში გაიმართება, თავისი მონაწილეობა დაადასტურა. ეს იქნება 2016 წლის შემდეგ, 37 წლის შვეიცარიელისთვის გრუნტის ტურნირზე პირველი გამოსვლა იქნება .
სავარაუდოდ, მადრიდში ნაჩვენები შედეგების მიხედვით გადაწყვეტს ფედერერი „დიდი სლემის“ მეორე ტურნირზე – როლან გაროსზე გამოსვლას.
წლევანდელ სეზონში, როჯერ ფედერერმა, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ ტურნირში – ავსტრალიის ღია პირველობაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მერვედფინალში ბერძენ სტეფანოს ციციპასთან წააგო.