პირველად 2016 წლის შემდეგ - როჯერ ფედერერმა გრუნტზე თამაში დაადასტურა
პირველად 2016 წლის შემდეგ - როჯერ ფედერერმა გრუნტზე თამაში დაადასტურა

მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მადრიდის „მასტერსში“, რომელიც მაისში გაიმართება, თავისი მონაწილეობა დაადასტურა. ეს იქნება 2016 წლის შემდეგ, 37 წლის შვეიცარიელისთვის ​ გრუნტის ტურნირზე პირველი გამოსვლა იქნება .

სავარაუდოდ, მადრიდში ნაჩვენები შედეგების მიხედვით გადაწყვეტს ფედერერი „დიდი სლემის“ მეორე ტურნირზე – როლან გაროსზე გამოსვლას.

წლევანდელ სეზონში, როჯერ ფედერერმა, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ ტურნირში – ავსტრალიის ღია პირველობაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მერვედფინალში ბერძენ სტეფანოს ციციპასთან წააგო.