პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ შეყვანილი დაახლოებით 11 ინფიცირებულიდან, რამდენიმე ექიმია
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ შეყვანილი დაახლოებით 11 ინფიცირებულიდან, რამდენიმე ექიმია

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 91 პაციენტი იმყოფება, აქედან 75 არის კოვიდინფიცირებული.

კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიამციაში რვა პაციენტია მოთავსებული, აქედან ხუთი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

„დანარჩენი სამი პაციენტი არის სიპაპნაზავ ვენტილაციაზე, ყველა მათგანის მდგომარეობა მძიმეა“, – განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, რატიანის თქმით, ინტენსიური თერაპიის განყოფიელებაში მყოფ 37 პაციენტს აქვს პნევმონია, რესპირატორული დისტრესით გამოხატული, იმყოფებიან მაღალ სიხშირულ ჟანგბადის პარამეტრებზე.

„ორსულის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ველოდებით 14 დღის გასვლას, რომ გადამოწმდეს პროტოკოლის მიხედვით და ორსული გაეწეროს სახლში“ , – დასძინა რატიანმა.

ლევან რატიანის ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია მოზარდების მდგომარეობა.

„გვყავს სამი მოზარდი, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, იმედია, რამდენიმე დღეში დადგება მომენტი და ეს ბავშვები გაეწერებიან სახლში“, – აღნიშნა რატიანმა.

ლევან რატიანი ამბობს, რომ გუშინ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 11-მდე პაციენტი მიიღეს, მათ შორის რამდენიმე ექიმია.

„გუშინ შემოგვივიდა დაახლოებით 11 პაციენტი კოვიდინფიცირებული. აქედან რამდენიმე მათგანი არის, სამწუხაროდ, ექიმი. ანუ, არც ექიმები არ ვართ დაცული ამ დაავადებისგან. ამიტომ, რომ გადავრჩეთ, დავრჩეთ სახლში და ვიყოთ სოციალურად დისტანცირებული, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავხდეთ დესოციალიზირებული, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს. რამდნიმე ექიმია, ექიმებიც, სამწუხაროდ, ვართ დაუცველი, რაც არ უნდა დავიცვათ“, –  განაცხადა ლევან რატიანმა.