პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორი პაციენტი დატოვებს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორი პაციენტი დატოვებს

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ორი პაციენტი დატოვებს, –  ამის შესახებ კლინიკის ექიმმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„ჩვენი კლინიკიდან კორონავირუსის გარეშე ეწერება ორი პაციენტი“ , – აღნიშნა რატიანმა.

ამასთან, რატიანის განმარტებით, 22 კვირის ორსულს კორონავირუსზე უკვე ტესტი ჩაუტარდება და ორჯერადი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ის კლინიკას დატოვებს.

„რაც შეეხება ორსულებს, ერთ მათგანთან გავიდა მე-14 დღე, 22 კვირის ორსულთან, იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში ტესტი და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი. რაც შეეხება რვა კვირის ორსულს, მისი და ნაყოფის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტრებს“ , – აღნიშნა რატიანმა.

ლევან რატიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 71 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 53 დადასტურებული კოვიდინფექციით.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ჯამში 46 პაციენტია გამოჯანმრთელებული, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა კი 208-ს შეადგენს.