პირველ ივნისს კინოს სახლის კინოდარბაზში, თანამედროვე ქართული საბავშვო ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება 
პირველ ივნისს კინოს სახლის კინოდარბაზში, თანამედროვე ქართული საბავშვო ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება 

პირველ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს კინოს სახლის კინოდარბაზში, თანამედროვე ქართული საბავშვო ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება.

ღონისძიებას ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს კინოაკადემია უწევენ ორგანიზებას.

კინოცენტრის ინფორმაციით, წარმოდგენილი ფილმების უმეტესობა ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით არის შექმნილი და უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

პირველ ივნისს ნაჩვენები იქნება ანიმაციური ფილმები: „ჯიბის კაცი“ – რეჟისორი ანა ჩუბინიძე; „ჯინო“ – რეჟისორი დათო კიკნაველიძე; „ფრანი“ – რეჟისორი ლადო სულაქველიძე; „მეთევზე და გოგონა“ – რეჟისორი მამუკა ტყეშელაშვილი; „პომიდორი“ – რეჟისორი პეტრე თომაძე.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.