პირველ არხზე დღეს შვიდი საპრეზიდენტო კანდიდატის დებატები გაიმართება
პირველ არხზე დღეს შვიდი საპრეზიდენტო კანდიდატის დებატები გაიმართება

დღეს, 12 ოქტომბერს პირველ არხზე საპრეზიდენტო დებატები არაკვალიფიციურ სუბიექტებს შორის გაიმართება. დებატებში მონაწილეობას შვიდი კანდიდატი მიიღებს, მათ შორის გიორგი ლილუაშვილი, მიხეილ სალუაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ბესარიონ თედიაშვილი, კახაბერ ჭიჭინაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი და ვლადიმერ ნონიკაშვილი.

დებატებში მონაწილეობას ვერ ახერხებს სალომე ზურაბიშვილი, ხოლო გიორგი ანდრიაძემ უარი განაცხადა.

პირველ არხზე ამ სახის კიდევ ორი დებატები 19 და 26 ოქტომბერს გაიმართება – ამჯერად უკვე კვალიფიციურ კანდიდატებს შორის.

ამ დებატების გარდა, პირველი არხი კანდიდატებს საშუალებას აძლევდა, ერთმანეთი დებატებში გამოეწვიათ და თანხმობის შემთხვევაში მათთვის საეთერო დრო დაეთმო.

პირველ არხზე უკვე გაიმართა სამი ასეთი დებატები. კიდევ ერთი ჩანიშნულია 24 ოქტომბერს, რომელშიც უკვე დაზუსტებული ინფორმაციით მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ. დავით ბაქრაძის პასუხი კი 12 ოქტომბერს გახდება ცნობილი.