პირველ არხს ერთა ლიგის მატჩების ტრანსლირების უფლება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე აქვს
პირველ არხს ერთა ლიგის მატჩების ტრანსლირების უფლება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე აქვს

პირველ არხს UEFA ერთა ლიგის მატჩების ტრანსლირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, თანამგზავრით კი იფარება ევროპის, აზიისა და ამერიკის საკმაოდ დიდი ტერიტორია. შესაბამისად, საერთაშორისო რეპორტაჟების დროს ითიშება სატელიტური მაუწყებლობა.

ასევე, ითიშება ვებმაუწყებლობა საქართველოს ფარგლებს გარეთ, LIVE-მაუწყებლობა youtube-სა და „ფეისბუქზე“. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ძალიან მკაცრ სანქციებს UEFA-სგან, ტურნირის სიგნალის დაბლოკვის ჩათვლით.

პირდაპირ ეთერს შეგიძლიათ, ადევნოთ თვალი შემდეგ ბმულზე:  https://player.1tv.ge/