პირს, რომელმაც აშშ-ში 12 მისამართზე ასაფეთქებელი გაგზავნა, მანქანაში ტრამპის ფოტოები აღმოაჩნდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ამანათებით ასაფეთქებელი მოწყობილობების გაგზავნის საქმეზე დაკავებული პირი სესარ საიოკ უმცროსია – ტელეკომპანია NBC News ამ ინფორმაციას ტელეკომპანია სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მის ფურგონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სურათები აღმოაჩინეს. ეჭვმიტანილი 56 წლისაა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ის არასდროს მოხვედრილა სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში.
ასაფეთქებელი მოწყობილობები ბოლო სამი დღის განმავლობაში 12 მისამართზე გაიგზავნა. ყველა ადრესატი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკოსია. მათ შორისაა ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მსახიობი რობერტ დე ნირო, მილიარდერი ჯორჯ სოროსი. ამას გარდა, ამანათი მიიღეს ტელეკომპანია CNN-ის ოფისშიც.