პიროტექნიკით დაშავებულ პაციენტს თითების ამპუტაცია დასჭირდა
პიროტექნიკით დაშავებულ პაციენტს თითების ამპუტაცია დასჭირდა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, გასულ ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებული ათეულობით ადამიანი შეიყვანეს, საიდანაც ექვსის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

როგორც პირველ არხს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ანგეოლოგიისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ფერაძემ განუცხადა, ამ ექვსი პაციენტიდან სამს ქირურგიული დახმარება გაეწია და ბინაზე უკვე გაწერეს, ხოლო დანარჩენ სამს სტაციონარში მოუწიათ დარჩენამ.

„სამ პაციენტს იმდენად მძიმე დაზიანება ჰქონდათ, რომ მოგვიწია სტაციონარში დატოვება. მათ ჰქონდათ გაგლეჯილი კიდური და იმდენად მძიმე იყო დაზიანება, რომ მიუხედავად რეკონსტრუქციული ქირურგიის მთელი რესურსის გამოყენებისა, ამ მტევნის ფუნქცია, ალბათ, შეუქცევადად შეიზღუდება ცხოვრების განმავლობაში. ერთ-ერთს თითების ამპუტაციაც დასჭირდა. აღნიშნული სამი პაციენტი რჩება სტაციონარში და, ალბათ, ხვალისთვის გავწერთ შინ“, – განაცხადა ირაკლი ფერაძემ.