21 მაისს მილანის „სან-სიროს“ სტადიონზე იტალიის ნაკრებისა და „მილანის“ ცნობილი ფეხბურთელის, ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას თბილისის მერი და ასევე „მილანის“ ყოფილი მცველი კახა კალაძეც მიიღებს.
მატჩში მონაწილეობას მიიღებენ ფეხბურთის სხვა ცნობილი სახეები, მათ შორის კაფუ, პაოლო მალდინი, დიდა, ჯანლუიჯი ბუფონი, დანიელე დე როსი და სხვები.