„ჩვენ მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს – გავიმარჯვოთ ყველა შეხვედრაში“, – განაცხადა ანდრეა პირლომ მატჩის წინა პრესკონფორენციაზე, რომელიც ხვალ, 3 აპრილს „იუვენტუსმა“თანაქალაქელ „ტორინოს“ წინააღმდეგ უნდა გამართოს.
„ჩვენ არასახარბილელო მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მაგრამ „იუვენტუსის“ მიზანი უცვლელია – გამარჯვება ყველა თამაშში. ჯერ ხვალინდელი მატჩი უნდა მოვიგოთ და მომდევნო შეხვედრაზე მერე ვიფიქროთ. სეზონის დასასრულს კი ვნახოთ, რას მივაღწევთ“, – განაცხადა ანდრეა პირლომ.
„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მის გუნდს ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე ეს მიმდინარე სეზონში აჩვენა, რასაც აუცილებლად დაამტკიცებენ.