პაველ ნედვედი – რონალდო და პირლო „იუვენტუსში“ რჩებიან #1TVSPORT
ტურინული გრანდის ვიცე-პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა გავრცელებული ხმების შესახებ, თითქოს „იუვენტუსს“ ახლო მომავალში რონალდო და პირლო დატოვებენ.
ბოლო დროს პრესაში ხშირად იწერება, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, შესაძლოა, ტურინული კლუბი პორტუგალიელმა ვარსკვლავმა დატოვოს, საუბრობენ მთავარი მწვრთნელის, ანდრეა პირლოს შეცვლაზეც.
„კრიშტიანო რონალდო იუვენტუსში დარჩება. ის ხელშეუხებელია, – მოჰყავს „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტის, პაველ ნედვედის სიტყვები ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს. – ასევე, ანდრეა პირლოც ჩვენს მთავარ მწვრთნელად რჩება და გუნდს მომავალ სეზონშიც უხელმძღვანელებს“.
შეგახსებნებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას უკვე გამოეთიშა. ტურინელებისგან სკუდეტოს მოგების შანსიც საეჭვოა, რადგან „იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონატში მესამე პოზიციაზე იმყოფება და პირველადგილოსან „მილანთან“ 11 ქულა აშორებს.
Juventus vice president Pavel Nedved to DAZN: “Cristiano Ronaldo will stay at Juventus, he’s untouchable. Also, Andrea Pirlo will be our manager next season”. ⚪️⚫️ #Juventus
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) March 24, 2021
