პირი, რომელმაც წერეთლის გამზირიდან გატაცებული მანქანით ექვსი ავტომობილი დააზიანა, ცხელ კვალზე დააკავეს 
პირი, რომელმაც წერეთლის გამზირიდან გატაცებული მანქანით ექვსი ავტომობილი დააზიანა, ცხელ კვალზე დააკავეს 

თბილისში, წერეთლის გამზირიდან ავტომობილი გაიტაცეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მანქანის მფლობელი ჩასარიცხ აპარატში ფულის ჩასარიცხად გადავიდა.

არსებული ინფორმაციით, უცნობმა ადამიანმა სწორედ ამ დროს გაიტაცა მანქანა და მალევე ავარიაში მოყვა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ ექვსი მანქანა დაზიანდა. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამტაცებელი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას  ითვალისწინებს