პირადობის მოწმობა ერთი თვის განმავლობაში 93 ათასზე მეტმა მოქალაქემ უფასოდ მიიღო
პირადობის მოწმობა ერთი თვის განმავლობაში 93 ათასზე მეტმა მოქალაქემ უფასოდ მიიღო

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, 1-ლი თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით მიმდინარე აქციით, რაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის უფასოდ აღებას გულისხმობს, 93 620-მა მოქალაქემ ისარგებლა.

სა­უ­ბა­რია, სა­ქარ­თვე­ლოს სრულ­წლო­ვან მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ფლო­ბდნენ ძველ, ე.წ. ლა­მი­ნი­რე­ბულ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას და ამ დრომ­დე პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბა არ აუღიათ.

ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონდათ, ესარგებლათ აქ­ცი­ით, შეეც­ვა­ლათ ძვე­ლი დო­კუ­მენ­ტი ახ­ლით და სრუ­ლი­ად უფა­სოდ მი­ე­ღოთ პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბა.