პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების მუქარით თანხის გამოძალვისთვის ორი პირი დააკავეს
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების მუქარით თანხის გამოძალვისთვის ორი პირი დააკავეს

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ჯ.მ. და 1999 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები გარდაბნის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, 1981 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს მობილურ ტელეფონზე ურეკავდნენ და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, თანხის გადახდას სთხოვდნენ.

სამართალდამცველებმა ჯ.მ. თანხის გადაცემის დროს, რ.მ. კი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.