პიოტრ ტოლსტოი - მსოფლიო რუკაზე არსებობს ორი ბოროტი ინვალიდი, თავიანთი ტერიტორიების ნაწილის გარეშე, შეუმდგარი სახელმწიფოები საქართველო და უკრაინა
პიოტრ ტოლსტოი - მსოფლიო რუკაზე არსებობს ორი ბოროტი ინვალიდი, თავიანთი ტერიტორიების ნაწილის გარეშე, შეუმდგარი სახელმწიფოები საქართველო და უკრაინა

რუსეთის დუმის დეპუტატმა, პიოტრ ტოლსტოიმ საქართველოსა და უკრაინას „ბოროტი ინვალიდები“ უწოდა თავიანთი ტერიტორიების ნაწილის გარეშე. ამის შესახებ ტოლსტოიმ დუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიური ზომები განიხილებოდა.

რუსი კანონმდებლის განცხადებით, ის, რომ საქართველო და უკრაინა დღეს მსოფლიო რუკაზე არსებობენ, სწორედ რუსეთის დამსახურებაა.

„როდესაც მაგალითად ზოოპარკში მაკაკა ვიზიტორს გალიიდან ბანანის ქერქს ესვრის, ის ხომ ადამიანად არ იქცევა. ხოლო, როდესაც პასუხად ადამიანი ისვრის ბანანის ქერქს მაკაკს, ის წამით მაიმუნად იქცევა. ამიტომ თავშეკავებულად, ხისტად და მკაცრად უნდა შევაგნებინოთ მთელ პუბლიკას, რომ რუსეთთან ქცევის ასეთი ქუჩური სტილი არ გავა. ეს მათ ძვირი დაუჯდებათ. იქნებ შემდგომში უფრო დაჭკვიანდნენ. საქმე ხომ მხოლოდ ჟურნალისტებში, ჰალსსტუხიღეჭიას ტელეკომპანიაში არ არის, საქმე ზოგადად საქართველოში შექმნილ ატმოსფეროშია, სადაც ასეთი რამე დასაშვებია. ბოდიშის მოხდა საჭიროა არა სიტყვებისთვის, ტონისთვის, უცენზურო სიტყვებისთვის, ბოდიშის მოხდა საჭიროა რუსეთის მიმართ, რუსეთის პრეზიდენტის მიმართ რიტორიკისთვის, რადგან მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წყალობით მსოფლიო რუკაზე არსებობს ორი ბოროტი ინვალიდი თავიანთი ტერიტორიების ნაწილის გარეშე – შეუმდგარი სახელმწიფოები საქართველო და უკრაინა. დიახ, ისინი ასეთები არიან და ამ ბოღმით დაიწვებიან, ვიდრე არ გააცნობიერებენ, რომ ეს ტერიტორიები მათ არასდროს დაუბრუნდებათ“, – განაცხადა პიოტრ ტოლსტოიმ.