პიონჩანგში უსაფრთხოების ნორმების შემოწმება დაიწყო
პიონჩანგში უსაფრთხოების ნორმების შემოწმება დაიწყო

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების ნორმების შემოწმება დაიწყო.

სახელმწიფო სამსახურები, მათ შორის ჯარი, პოლიცია და სახანძრო დეპარტამენტი 18 ოლიმპიური ობიექტის უსაფრთხოებაზე იზრუნებს. უსაფრთხოების ზომები ყველაზე მეტად გამკაცრებული სპორტულ არენებზე, ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ და პრესცენტრში იქნება.

სამხრეთ კორეის პოლიციამ ოლიმპიადისთვის მზადების ფარგლებში მძევალთა გათავისუფლების, დრონებზე მიმაგრებული ბომბების გაუვნებელყოფისთვის და სხვა შესაძლო სიტუაციების გასამუხტად არაერთი წვრთნა გაიარა.

ოლიმპიადის დღეებში ტერორისტული თავდასხმის შესაძლებლობას კორეის ნახევარკუნძლზე გაზრდილი დაძაბულობით ხსნიან.

პიონჩანგში ოლიმპიური თამაშები 9-25 თებერვალს გაიმართება