პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი პარალიმპიელებიც ნეიტრალურები იქნებიან
საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა პიონჩანგის 2018 წლის პარალიმპიურ თამაშებზე დაუშვას რუსი სპორტსმენები, ოღონდ მათ „ნეიტრალური პარალიმპიური ათლეტის“ სტატუსი ექნებათ.
საერთაშორისო კომიტეტის ვარაუდით, თამაშებში მონაწილეობისთვის საჭირო კრიტერიუმებსა და პირობებს 30-35 სპორტსმენი შეასრულებს.
2016 წლის აგვისტოში, საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა სრული შემადგენლობით ჩამოაშორა რიოს პარალიმპიურ თამაშებს რუსეთის ნაკრები, რის მიზეზიც ცნობილი დოპინგ-სკანდალი იყო.
შეგახსენებთ, რომ პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე ასევე საკუთარი დროშისა და ჰიმნის გარეშე იასპარეზებენ რუსი სპორტსმენები. ისინი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშის ქვეშ გამოვლენ და მათ გუნდს OAR („ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან“) ერქმევა.