პიონჩანგის ოლიმპიადას 85 რობოტი ემსახურება

14:21, 08.02.2018

სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში, ზამთრის ოლიმპიურ ობიექტებზე 85 რობოტი მუშაობს. როგორც სააგენტო “როიტერი” წერს, ისინი 2018 წლის ოლიმპიადაზე სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ.

მაგალითად, არიან რობოტი-გიდები, რომლებიც ავრცელებენ ინფორმაციას შეჯიბრების განრიგის თაობაზე და სასმელებს არიგებენ პრესცენტრში. გარდა ამისა, მუშაობენ რობოტი-დამლაგებლები და რობოტები, რომლებიც მაყურებლებს გაართობენ, მაგალითად, აჩვენებენ კედელზე ხატვის ოსტატობას.

საერთო ჯამში, თამაშებზე წარმოდგენილი იქნება რობოტი-ასისტენტების 11 სახესხვაობა.

მსგავსი