პიანისტმა დავით ალადაშვილმა სამხედროებისთვის კლასიკური მუსიკის კონცერტი გამართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა.

ქართველმა პიანისტმა დავით ალადაშვილმა კონცერტი ჯარისკაცებისათვის მუსიკალური ტურნე – „პიანინოს“ ფარგლებში ჩაატარა.

ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებულმა მუსიკოსმა მოძრავ სცენაზე დამონტაჟებულ პიანინოზე ბახის, შოპენის, შუმანისა და ქართველი კომპოზიტორების ცნობილი ნაწარმოებები შეასრულა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კონცერტის ორგანიზატორებმა ამ სახით ქვეყნის სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ მადლიერება გამოხატეს.