პეტრო პოროშენკოსა და ტერეზა მეის შორის სატელეფონო საუბარი შედგა
პეტრო პოროშენკოსა და ტერეზა მეის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სოლსბერიში სკრიპელების მოწამვლის გამო, პეტრო პოროშენკომ ბრიტანელ ხალხსა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას სოლიდარობა გამოუცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა საჭიროების შემთხვევეში, გამოძიებისთვის დახმარების გაწევის მზადყოფნა გამოთქვა.

ტერეზა მეიმ პეტრო პოროშენკოს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაგმო რუსული აგრესია ყირიმსა და დონბასში.

პეტრო პოროშენკოსგან ტერეზა მეიმ მადლობა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და ოკუპირებულ ყირიმში ჩატარებული არაკანონიერი არჩევნების შედეგების არაღიარების გამო მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამკაცრების საკითხი განიხილეს.

პეტრო პოროშენკომ და ტერეზა მეიმ უკრაინაში რეფორმების საერთაშორისო კონფერენციის მოსამზადებელ სამუშაოებზეც იმსჯელეს. კონფერენცია, რომელიც მეორედ ტარდება, ივნისში, კოპენჰაგენში გაიმართება.

საუბრის ბოლოს, უკრაინის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში დაპატიჟა.