პეტრო პოროშენკომ სახელმწიფო ენის კანონს მოაწერა ხელი
პეტრო პოროშენკომ სახელმწიფო ენის კანონს მოაწერა ხელი

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სახელმწიფო ენის კანონს მოაწერა ხელი.

კანონის თანახმად, უკრაინის ყველა მოქალაქე ვალდებულია, იცოდეს უკრაინული ენა, როგორც საკუთარი მოქალაქეობის ენა. პოროშენკოს განცხადებით, სახელმწიფო ენის კანონის ხელმოწერა ხორციელდება, როგორც უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი აქტი.

უკრაინის სახელმწიფო უზრუნველყოფს ენის შემსწავლელ კურსებს, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ამის შესაძლებლობა არ აქვთ, უკრაინული ენის თავისუფლად ფლობა შეძლონ.

კანონის მიხედვით, სახელმწიფო ენის სტანდარტების ნაციონალური კომისია შეიქმნება.

სახელმწიფო რადამ ენის კანონი 25 აპრილს დაამტკიცა. დოკუმენტს 278-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.