პეტრო პოროშენკომ და ანგელა მერკელმა მოლაპარაკებები შესაძლოა, მომდევნო კვირას გამართონ
პეტრო პოროშენკომ და ანგელა მერკელმა მოლაპარაკებები შესაძლოა, მომდევნო კვირას გამართონ

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დონბასის საკითხზე გერმანიის კანცლერთან მოლაპარაკება შესაძლოა, მომდევნო კვირას გამართოს.

ამის შესახებ ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კერძოდ, პეტრო პოროშენკოსა და ანგელა მერკელის სატელეფონო საუბრისას, მხარეები განიხილავენ გერმანიის შემდგომი მონაწილეობის საკითხს ვითარების დარეგულირების პროცესში და ინიციატივებს, გაერო-ს სამშვიდობო მისიის საკითხთან დაკავშირებით.