პეტრო პოროშენკო რადას ევროინტეგრაციის კომიტეტში გააგრძელებს მუშაობას
პეტრო პოროშენკო რადას ევროინტეგრაციის კომიტეტში გააგრძელებს მუშაობას

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რადას ევროინტეგრაციის კომიტეტში გააგრძელებს მუშაობას. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კომიტეტი ცხრა წევრით დაკომპლექტდა.

კომიტეტს ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი ვიცე-პრემიერი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე უხელმძღვანელებს.

პირველი მოადგილის თანამდებობაზე პარტია „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელი ვადიმ გალაიუჩკა დაინიშნა. კომიტეტის წევრები ასევე არიან ოპოზიციონერი დეპუტატები: ოლეგ ვოლოშინა, მარია მეზენცეევი და პარტია „ბატკივშინას“ წარმომადგენელი ვალენტინ ნალივაიჩენკო.