პეტრო პოროშენკო - დონბასის რეინტეგრაციის კანონი არის სიგნალი, რომ ყირიმი და დონბასი უკრაინის განუყოფელი ნაწილია
პეტრო პოროშენკო - დონბასის რეინტეგრაციის კანონი არის სიგნალი, რომ ყირიმი და დონბასი უკრაინის განუყოფელი ნაწილია

დონბასის რეინტეგრაციის კანონი არის სიგნალი, რომ ყირიმი და დონბასი უკრაინის განუყოფელი ნაწილია, –  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

„ჩვენ კვლავ გავუხსნით გზას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციას პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით. ეს არის სიგნალი ყირიმისთვის და დონბასისთვის, რომ თქვენ უკრაინის გნუყოფელი ნაწილი ხართ“,  – დაწერა Facebook-ში პეტრო პოროშენკომ.

უკრაინის რადას მიერ მიღებულ კანონს დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტები გამოეხმაურნენ.

მინსკის საკონტაქტო ჯგუფში დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახალი კანონი დონბასს უკრაინისგან კიდევ უფრო მეტად აშორებს.

დოკუმენტი უკრაინის პრეზიდენტს შეიარაღებული ძალების რეგიონში, მშვიდობიან დროს კი სუვერენიტეტის დასაცავად გამოყენების უფლებას აძლევს.

ახალი რეგულაცია აღმოსავლეთში არმიის გამოყენებას ომის გამოცხადების გარეშე დააკანონებს.

კანონში უკრაინის ხელისუფლების მიერ არააკონტროლირებადი დონბასი ოკუპირებულადაა მოხსენებული, რუსეთი კი აგრესორ სახელმწიფოდ.

კანონის მიხედვით, კონფლიქტის დასარეგულირებლად პრიორიტეტი ენიჭება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას.