პეტრო პოროშენკო დღეს სახელმწიფო ღალატის ბრალდების საქმეზე დაიკითხება
პეტრო პოროშენკო დღეს სახელმწიფო ღალატის ბრალდების საქმეზე დაიკითხება

კიევის ობოლონის რაიონულ სასამართლოში, მოწმის სახით დღეს უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს დაკითხავენ. მან ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ სახელმწიფო ღალატის ბრალდებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი.

დილიდან სასამართლოსთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

შენობის შესასვლელთან დამონტაჟებულია მეტალოდეტექტორები. ტერიტორიაზე პატრულირებენ კინოლოგები.