პეტრო პოროშენკო 2013-2014 წლებში მაიდანზე აქტივისტების მკვლელობის საქმეზე სასამართლოსთან თანამშრომლობისთვის მზადაა
პეტრო პოროშენკო 2013-2014 წლებში მაიდანზე აქტივისტების მკვლელობის საქმეზე სასამართლოსთან თანამშრომლობისთვის მზადაა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მზადაა, 2013-2014 წლებში მაიდანზე აქტივისტების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა. ეს განცხადება პეტრო პოროშენკომ მაიდანზე დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაზე გააკეთა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა იმ ტემპით, რომლითაც აღნიშნული საქმის გამოძიება მიმდინარეობს.

„ოთხი წლის განმავლობაში მეტი უნდა გაეკეთებინათ. მე ვიზიარებ ამასთან დაკავშირებით მოქალაქეთა უკმაყოფილებას. თუმცა, ამასთან ერთად, კარგად მაქვს გააზრებული დანაშაულის მასშტაბი და დამამტკიცებელი საბუთებისა და პროცესუალური ნორმების შესრულების სირთულეც“, – განაცხადა პოროშენკომ.

მანამდე, პეტრო პოროშენკო მაიდანზე აქტივისტების მკვლელობის საქმეზე ჩვენების მისაცემად ოფიციალურად დაიბარეს.