სამი ნახევარფინალისტი მსოფლიო ჩემპიონატზე | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]
სამი ნახევარფინალისტი მსოფლიო ჩემპიონატზე | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]

გენო პეტრიაშვილი (125 კგ.), ბუდაპეშტში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, რუს ანზორ ხიზრიევს დაუპირისპირდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა. პეტრიაშვილმა თავიდან უპირატესობა მოიპოვა და 4:0 დაწინაურდა, მაგრამ პირველი ნახევრის დასრულებამდე ხიზრაევმა ანგარიში გაათანაბრა.

დაპირისპირების მეორე ნახევარში კვლავ ქართველმა იაქტიურა და ორი ქულა მოიპოვა. მალე პეტრიაშვილი ოთხი ქულით დაწინაურდა და ანგარიში 8:4 გახადა. ანზორ ხიზრიევს დაღლა დაეტყო და დარჩენილ დროში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება მოახერხა.

ტურნირის ნახევარფინალში პეტრიაშვილი ირანელ პარვიზ ჰადის შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალურ ორთაბრძოლაში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა.

ავთო კენჭაძე (74 კგ.) მეოთხედფინალში აბაკაროვს დაუპირიპირდა და აზერბაიჯანელ მეტოქეს 5:2 მოუგო. შეხვედრის პირველი ნახევარი აბაკაროვმა 2:1 მოიგო, მაგრამ კენჭაძემ დარჩენილ სამ წუთში სრული უპირატესობა მოიპოვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც თურქ სონერ დემიტრასს შეხვდება.

საუკეთესო ოთხეულშია ბექა ლომთაძეც (61 კგ.), რომელიც ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში რუს გაძიმურად რაშიდოვს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის დროით 18:45 საათზე გაიმართება.