პეტრე ცისკარიშვილი - კენჭების შეგროვების დროაო, რომ ამბობენ, ჩვენს შემთხვევაში, ლოდები გვაქვს შესაგროვებელი, დარწმუნებული ვარ, ბევრი წონიანი ფიგურა მოისურვებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებას
პეტრე ცისკარიშვილი - კენჭების შეგროვების დროაო, რომ ამბობენ, ჩვენს შემთხვევაში, ლოდები გვაქვს შესაგროვებელი, დარწმუნებული ვარ, ბევრი წონიანი ფიგურა მოისურვებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებას

კენჭების შეგროვების დროაო, რომ ამბობენ, ჩვენს შემთხვევაში, ლოდები გვაქვს შესაგროვებელი. დარწმუნებული ვარ, ბევრი წონიანი ფიგურა მოისურვებს, დაუბრუნდეს „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში არჩევნების დასრულების შემდეგ პარტიის წევრები თანამშრომლობას განაგრძობენ.

„კენჭების შეგროვების დროაო, რომ ამბობენ, ჩვენს შემთხვევაში, ლოდები გვაქვს შესაგროვებელი. იმდენი ხალხი, იმდენი მძიმეწონიანი ფიგურაა, უბრალოდ, სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ, რადგან წინასწარ მათთან კონსულტაციები არ გაგვიმართავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი, ვისაც ვგულისხმობ, მოისურვებს, ჩაერთოს, დაუბრუნდეს „ნაციონალურ მოძრაობას“, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მეტიც, მათ შორის უნდა იყვნენ ისინიც, ვინც დღეს არიან ლევანის კონკურენტები, სამივე კონკურენტი, მათი შტაბის წარმომადგენლები, ვინც შეიძლება, აქტიურად მუშაობს და არის კრიტიკაც, ურთიერთბრალდებებიც, რადგან კონკურენცია არჩევნების თანმდევი ნაწილია. პრაიმერიზი როდესაც არის, ყველგან ასეა – შეერთებული შტატებიდან დაწყებული, ზელანდიით დასრულებული. შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება ერთ-ერთი ნიშანსვეტია „ნაციონალური მოძრაობისა“.

ამის შემდეგ, მეორე დღეს ყველაფერი იწყება თანამშრომლობით, მეგობრობით, გამარჯვებულის მხრიდან ხელის გაწვდით. ცხადია, დამარცხებული მიულოცავს, ამ შემთხვევაში, ლევან ხაბეიშვილს, რომელიც გაცილებით მეტ ხმას მოიპოვებს, მაგრამ ლევანის მხრიდან იქნება თანამშრომლობისა და მეგობრობის ხელი გაწვდილი ყველას მიმართ, ვინც იყო ამ საარჩევნო კამპანიაში ჩართული ნებისმიერი შტაბიდან“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.