პეტრე ცისკარიშვილი - ეროვნებით ქართველი, უკრაინელი პოლიტიკოსი არახამია გაცილებით მეტს გააკეთებს საქართველოსთვის, ვიდრე უსამშობლო მოღალატეები, რომლებიც დღეს მოასხდნენ ხელისუფლებას
პეტრე ცისკარიშვილი - ეროვნებით ქართველი, უკრაინელი პოლიტიკოსი არახამია გაცილებით მეტს გააკეთებს საქართველოსთვის, ვიდრე უსამშობლო მოღალატეები, რომლებიც დღეს მოასხდნენ ხელისუფლებას

ეროვნებით ქართველი, უკრაინელი პოლიტიკოსი, ბატონი არახამია გაცილებით უფრო მეტს გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, ვიდრე უსამშობლო მოღალატეები, რომლებიც დღეს მოასხდნენ მთავრობას და ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც ნათქვამია: „საქართველოში ხალხს სურს ევროპა, არის საშინაო დავალებები და გზა, გპირდებით, ჩემს პრეზიდენტთან ერთად, დავეხმარები მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის სწრაფად გადალახვაში“.

„ჩემი პირადი გადმოსახედიდან, ეროვნებით ქართველი, უკრაინელი პოლიტიკოსი, ბატონი არახამია გაცილებით უფრო მეტს გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის, თუნდაც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, უსაფრთხოების ქოლგისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ რუსეთის გუბერნია არ გავხდეთ. ყველა სასიცოცხლო, გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხში ბატონი არახიამია იქნება გაცილებით უფრო წარმატებული, ვიდრე ეს უსამშობლო მოღალატეები, რომლებიც დღეს მოასხდნენ მთავრობას და ხელისუფლებას“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.