პეტრას აუსტრევიჩუსი – ევროპარლამენტის განახლებული ევროპის ჯგუფი გიგი უგულავას განაჩენს გმობს
ევროპარლამენტის განახლებული ევროპის ჯგუფი გმობს გიგი უგულავას განაჩენს ძველი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც სასჯელი უკვე მოიხადა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი, პეტრას აუსტრევიჩუსი, სოციალურ ქსელ, „ტვიტერში“ წერს.
„ევროპარლამენტის განახლებული ევროპის ჯგუფი გმობს ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას განაჩენს ძველი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც სასჯელის ვადა უკვე მოიხადა. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ნიშანი საქართველოს ვალდებულებების უკუსვლისა, რომ ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები“, – აღნიშნავს აუსტრევიჩუსი.
The @Renew Europe Group in the EP condemns the sentencing of the @Georgian opposition leader, Gigi @Ugulava, for an old offence, for which he has already served time. This is a very worrying sign of the backsliding on Georgia’s commitments to build democratic institutions
— Petras Austrevicius (@petras_petras) February 14, 2020