პეტრ პაველი – ევროპა უნდა გაიზარდოს და იყოს უფრო მეტად პასუხისმგებლიანი საკუთარი თავდაცვის მიმართ

13:47, 08.03.2018

ევროპა კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, როგორ ემზადება გაურკვეველი მომავლისთვის. ევროპა უნდა მომწიფდეს და გაიზარდოს, იყოს უფრო მეტად პასუხისმგებლიანი საკუთარი თავდაცვის მიმართ, – აცხადებს ნატო-ს გენერალი პეტრ პაველი და აღნიშნავს, რომ დროა „ამერიკის ჩართულობის გარეშე, ევროპულმა ქვეყნებმა რეგიონულ კრიზისთან გასამკლავებლად შესაძლებლობები უზრუნველყონ“, – ამის შესახებ გამოცემა Breaking Defence წერს.

ნატო-ს გენერლის თქმით, აშშ-ი და ევროპა ერთად უნდა დარჩნენ ისეთ საერთო საფრთხეებთან გასამკლავებლად, როგორიცაა ევროპის კარსმომდგარი რუსეთი და ტერორიზმი.

გენერალი ასევე აღნიშნავს, რომ თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების С-400-ის შეძენა ნატო-ს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპლექსი შეუთავსებელია ნატო-ს ტექნოლოგიებთან და დამოუკიდებელ ერთეულად იმართება, შეშფოთებას იწვევს მონაცემთა ბაზის საკითხი, რომელიც მისი ფუნქციონირებისთვის უნდა აიგოს. ამ მონაცემების მოპოვება კი ნატო-ს მოკავშირის ტერიტორიაზე უნდა მოხდეს. ამასთან, კომპლექსების მართვა თურქ პერსონალს რუსმა ინსტრუქტორებმა უნდა ასწავლონ. შესაბამისად, ნატო-ში ხედავენ საფრთხეს, რომ რუსული დაზვერვის სამსახურები შეძლებენ ქვეყანაში ნატო-ს გასაიდუმლოებულ ინფრასტრუქტურაზე ინფორმაციის მოძიებას.

მსგავსი