პეტიციების ახალი პორტალი ichange.gov.ge დღეს ამოქმედდა
პეტიციების ახალი პორტალი ichange.gov.ge დღეს ამოქმედდა

ichange.gov.ge პეტიციების ახალი პორტალია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. ის საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს ან/და მოქალაქეთა ჯგუფს საშუალებას აძლევს, პეტიციის მეშვეობით სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას მიმართოს.

აი-ჩეინჯ“ საქართველოს მთავრობის პროექტია, რომელმაც ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა.

ახალი პორტალის პრეზენტაციას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.