პეტერ მადიარი – რამდენადაც შესაძლებელია, პარლამენტში მალე გვჭირდება ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე ტესტი, რა თქმა უნდა, არც სიცრუის დეტექტორით შემოწმება იქნებოდა ურიგო

13:00, 13.10.2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ ქვეყნის პარლამენტში ალკოტესტისა და ნარკოტესტის ჩატარებაა საჭირო.

„პარლამენტში, რამდენადაც შესაძლებელია, მალე გვჭირდება ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე ტესტი. და, რა თქმა უნდა, არც პოლიგრაფით შემოწმება იქნებოდა ურიგო…“ – წერს პეტერ მადიარი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ტისას“ ერთ-ერთმა ლიდერმა განცხადება სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე 13 ოქტომბერს გაავრცელა.

მსგავსი