პეტერ ფიშერი – საქართველომ იცის, რა უნდა გააკეთოს, არსებობს კანონები, რომლებიც მიღებულია, ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას და არ შეესაბამება უვიზო რეჟიმის მოთხოვნებს, ესაა წერილის შინაარსი
„საქართველომ ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს. ევროკავშირი იმართება წერილობითი წესებით. ყველაფერი ბევრჯერ არის ჩაწერილი. არსებობს კანონები, რომლებიც მიღებულია და რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას და არ შეესაბამება უვიზო რეჟიმის მოთხოვნებს. არსებობს კანონები, რომლებიც მიღებულია აქ და რომლებიც ზღუდავს უმცირესობებს და არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. ვფიქრობ, ეს არის წერილის ძირითადი შინაარსი“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.