პეტერ ფიშერი - საქართველო ზრუნავს, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იქნას გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, თუმცა ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ყოველთვის იქნება ვინმე, ვინც გვერდის ავლას ეცდება
პეტერ ფიშერი - საქართველო ზრუნავს, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იქნას გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, თუმცა ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ყოველთვის იქნება ვინმე, ვინც გვერდის ავლას ეცდება

საქართველოს არ დაუწესებია საკუთარი სანქციები, თუმცა საქართველო ზრუნავს, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული ევროკავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის სანქციების გვერდის ავლისთვის, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც პეტერ ფიშერმა აღნიშნა, სანქციები არის გზა, ნახოს რუსეთმა, რომ უკანონო აგრესიულ ქმედებებს მოჰყვება საფასური.

„ჩვენ ამასთან დაკავშირებით დარწმუნებული ვართ. თუმცა ყოველდღიურად ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან როდესაც აწესებ სანქციებს, ყოველთვის იქნება ვინმე, ვინც მათი გვერდის ავლას ეცდება. ამიტომ ჩვენ ყოველდღიურად უნდა შევისწავლოთ ეს საკითხი. სანქციები არის გზა, ვაჩვენოთ რუსეთს, რომ უკანონო აგრესიულ ქმედებებს მოჰყვება საფასური. ჩვენ გვსურს, რუსეთმა გააცნობიეროს, რომ უნდა შეწყვიტოს უკრაინაში უკანონო აგრესიული ინტერვენცია. რუსეთი თუ შეწყვეტს ამას, ჩვენ აღარ დაგვჭირდება სანქციები“, – აღნიშნა ელჩმა.