პეტერ ფიშერი – როგორც მეგობარი, გეუბნებით, წარდგენილი კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებებთან, მის ნორმებსა და ღირებულებებთან
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ევროკავშირის პოზიცია „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით უცვლელია.
ელჩის თქმით, კანონპროექტის მიღება ევროკავშირის ღირებულებებისთვის შეუსაბამოა.
„როგორც საქართველოს მეგობრის, ევროკავშირის პოზიცია „უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან“ დაკავშირებით რჩება იგივე. კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან. გეუბნებით ამას, როგორც მეგობარი, – განაცხადა ფიშერმა.
As friends of #Georgia, the EU position on the draft law on “transparency of foreign influence” remains the same: “The draft law’s adoption would be inconsistent with …Georgia’s EU…aspirations and with EU norms and values.” Saying this as a friend.https://t.co/kkW7jfnz5f
— Peter Fischer (@Diplo_Peter) March 6, 2023